|
2024-04-19 21:54:18, 340 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა. მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, შესაბამისად, "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებს ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან სხვა ინტერესი გააჩნიათ. "ის თუ დასაშვებია, რომ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას პროცესების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ორგანიზაციების - ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკაში, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. რა თქმა უნდა, ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას. აქ არის ერთი ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)