|
2024-04-18 19:24:11, 344 ნახვა
პოლიტიკა
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით
რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით, - ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს. როგორც მელია აღნიშნავს, აქციაზე ხალხის სიმრავლით აღფრთოვანებულია ყველა “ვისაც უნდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანონ”. “განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. აღფრთოვანებულები ვართ ყველა, ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანოს. არადა ყველას, ვინც იქ ვიდექით, გვყავს მინიმუმ ერთი მეგობარი, ვისაც სურდა იქ დგომა, მაგრამ ვერ მოვიდა, უნდა დავდგეთ ყველა და ვიყოთ მეტნი იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ერთხმად ვიტყვით - არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!", - წერს მელია.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)