|
2016-02-11 12:06:31, 510 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას მოქალაქეები იუსტიციის სახლებში შეძლებენ. სერვისს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. „დღეს მოქმედი კანონმდებლობით, განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილი და ლეგალიზაცია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ კომპეტენციას განეკუთვნება. მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისში შეუძლიათ, რეგიონებში კი იგი ხელმისაწვდომი არ არის. იუსტიციის სახლებში მომსახურების გადასვლის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრებნი, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები, საზოგადოებრივი ცენტრები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ფუნქციონირებს, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებას რეგიონიდან, ქალაქიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებენ; ეს კი მათ მოუხსნის ხანგრძლივი მგზავრობის საჭიროებას და ექნებათ საშუალება, დაზოგონ დრო და ფინანსები, ხოლო მომსახურება უფრო კომფორტულად და სწრაფად მიიღონ. განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია, თბილისის გარდა, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის 15 ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 14 ტერიტორიულ სამსახურში. მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ ახალციხის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, თელავის, თიანეთის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთის, რუსთავის, ფოთის, ყაზბეგის, ყვარლის, ბათუმის, ქუთაისის, ახალქალაქის, ბორჯომის, დმანისის, ვანის, კასპის, ნინოწმინდის, სენაკის, ქარელის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის მცხოვრებნი. აპოსტილისა და ლეგალიზაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. როგორც სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ამ სერვისის იუსტიციის სახლებში გადატანა მნიშვნელოვნად აადვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის წესს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები კი შეიმუშავებენ ერთობლივ წესს, რომლითაც დამტკიცდება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების პროცედურა და პირობები. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, აგრეთვე, ‘საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)