|
2024-04-17 15:44:37, 284 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!
პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ [ოპოზიციონერები], სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ გზავნილებზე და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არხებმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის განცხადებები გააყალბეს და მათი გზავნილებიდან სიტყვა "მშვიდობა" ამოიღეს, რადგან, ეს სიტყვა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება". "ნამდვილ ევროპულობას ჩვენი მხარდაჭერა, მართლაც, ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა - აბა რა უნდა ქნან?! აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია - არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა. რა ქნეს? მაგალითად, რა ქნა "ნაცმოძრაობის" არხმა? - ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა "მშვიდობა" ამოუღეს, წარმოიდგინეთ რა თეორიებში არიან, რა ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან - სიტყვა "მშვიდობას" ხშირად "ქართული ოცნება" ახსენებს, მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს ეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ არ ვარგაო და გაუყალბეს, წარმოიდგინეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)