2016-02-11 10:46:41, 358 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი შვედ კოლეგას შეხვდა
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა შვედ კოლეგასთან, პიტერ ჰალთქვისტთან შეხვედრით დაასრულა.
კოლეგებმა შვედეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ, ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების სისტემა. საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილს მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
გუშინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ნატოს შტაბ-ბინაში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთანაც გამართა შეხვედრები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან