11:10 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 17:31:14, 354 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  გასულ წელს, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

"ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შედეგია საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, რაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაფორმდა. 

დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. 
თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics