|
2024-04-15 16:55:00, 305 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უსუსური ელისაშვილის ხელით იძალადოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტი სოციალურ ქსელში შეაფასა. ბოჭორიშვილის განცხადებით, "უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უსუსური ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობა მოიწონოს". "ევროპული ფასეულობა ქართული ოპოზიციის გაგებით ყოფილა: ძალადობა! სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! ადამიანების სტიგმატიზება ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით! სამშობლოს გაუქმება და ყველაფრის გადახაზვა, რისთვისაც იბრძოლა ქართველმა ხალხმა! რომელ ევროპაზე საუბრობთ? სად მიდიხართ? ვინ შეგიშვებთ ოჯახში? საბედნიეროდ, თქვენ არც საქართველოს სახე ხართ და არც ქართველი ხალხის! რამდენ პროცენტამდე უნდა დაეცეს თქვენი რეიტინგები, რომ მიხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას: თქვენ რასაც წარმოადგენთ, იმის ადგილი ქართულ საზოგადოებაში აღარ არის! მეტი ლუსტრაცია რაღა უნდა იყოს?! სრულად უარგუმენტო ოპოზიციას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსუსური ალეკო ელისაშვილის ხელით იძალადოს და მერე ძალადობას ტაში უკრას",- წერს მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)