13:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 18:43:26, 388 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში

ოლაფ შოლცმა თქვა ის, რასაც ფიქრობენ ევროკავშირში და რაც დაადგინა უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამგვარი კანონები ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"წევრი ქვეყანა იყო უნგრეთი, მას ჰქონდა ეგეთი კანონი მიღებული და ევროკავშირმა დაიწყო მისი გარიცხვის პროცედურა. საქართველო, რომელიც წევრი ქვეყანა არ არის, მას ვინ მიიღებს ევროკავშირში თუ ამგვარი კანონი იქნება?! ხო ცხადია პასუხი. ამიტომ, არჩევანი არის ჩვენზე. ან ვირჩევთ ქართულ ოცნებას და გზას რუსეთისკენ ამ კანონის მეშვებით, ან ვირჩევთ ევროინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, უკეთეს მომავალს, უსაფრთხოებას, ნამდვილ მშვიდობას და არა ქართული ოცნება როგორც აცხადებს, არჩევანი არის ჩვენზე. ამ ხალხს თუ ვტოვებთ თავისი ამგვარი ინიციატივებით, ჩვენ ბედნიერებას ვერ ვიპოვით.

როცა ოლაფ შოლცის გვერდით დგას აქართველოს პრემიერმინისტრი და როგორც ველური, ამბობს რომ დასავლეთი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში და ამ კანონს იღებენ თითქოს იმიტომ, რომ ეს აირიდონ თავიდან, ამაზე უფრო უარესს ვერ იზამს ქართველი საერთაშორისო ასპარეზზე, ვერანაირი ქართველი, ვერანაირ თანამდებობაზე მყოფი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics