|
2024-04-12 13:42:52, 296 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ქაოსი უნდა დამყარებულიყო სებ-ის მმართველობაში, კონსპირაციის მონაწილე პრეზიდენტმა კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან
სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრად დაასახელა, მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ აქტივობებთან - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. ვოლსკი სვამს კითხვას - "შეიძლება ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც გადადგა ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან?" „განა შეიძლება ეროვნული ბანკის შემადგენლობის შესარჩევი კომისიის წევრად დანიშნო ადამიანი, რომელიც გადადგა თანამდებობიდან - ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობიდან? სრული ქაოსი უნდა დამყარებულიყო ეროვნული ბანკის მმართველობაში, ამ კონსპირაციის მონაწილე ადამიანი წევრად დაასახელა და მეორე წევრად - კონკრეტული ტელევიზიის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობებთან. უფრო მეტიც, სკანდალურ თემაში - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცესში მონაწილეობდა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)