|
2024-04-12 12:56:37, 368 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ის, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის
გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს. ის, რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის, როინ ქოჩორაშვილის შესახებ რატომ გახდა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ამით რადიკალური დაჯგუფებები გაღიზიანდნენ". „ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით - რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. რადიკალები ყველაფრის მკადრებლები არიან და გამიკვირდა ისიც რომ არ დაწერეს, თითქოს გიორგი ქოჩორაშვილზეც ვთქვი ნაციაო. საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს. ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ფეხბურთელების მიმართ როგორი ბულინგი მიდის. პირდაპირ ვერ ეუბნებიან, აღნიშნული კანონპროექტი შეაფასეთო. ეუბნებიან, რომ ევროპული მომავალი შეაფასეთო. ევროპული მომავალი ყველას გვინდა, ევროპული გაერთიანებაც. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ჩვენი კულტურით და ადათ-წესებით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი... რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით. მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ, ფეხბურთელებს შეაწმინდონ. არავის არაფერი გამოუვა. ეს რადიკალები არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება“,- აღნიშნა თბილისის მერმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)