13:41 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 12:42:20, 431 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე გრიგორიადისზე - როდესაც განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, ეს ძალიან მძიმეა

გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

კალაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ცოცხალი ადამიანის დაწვის განზრახვა ძალიან მძიმეა". 

„ევროპული მომავალი ხომ გვინდა ყველას და გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში და მარაზმში. 

დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში აქვს ნებისმიერ ადამიანს და ეს შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით - მათ შორის, შეიძლება, გავიდეს მიტინგზე. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, მაგრამ როდესაც შენ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, დაწვა ცოცხალი ადამიანი, არ ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“,- თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics