|
2024-04-11 15:10:23, 274 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი გააცნეს
საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. მისივე თქმით, ახალგაზრდები დეტალურად იცნობენ როგორც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ასევე, უცხო ქვეყნების პრაქტიკასაც და მათ მიერ შეთავაზებული ორი წინადადება კანონპროექტში იქნება გაზიარებული. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევეხეთ კანონპროექტთან, მის პრინციპებსა და საჭიროებასთან, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ბევრი კითხვა დაისვა. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ძალიან საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარე და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ მოუფიქრებია ჩვენს არცერთ ოპონენტს. პირველი საკითხი ეხება კანონპროექტის მე-8 პუნქტში სიტყვას „მინიშნება“, რომელიც შეიცვლება სიტყვა „ინფორმაციით“, რომ ვინმემ სპეკულაცია ვერ მოახერხოს. მეორე წინადადება შეეხებოდა დაფინანსებას, კერძოდ, ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებების, შიდა გრანტების გაზრდას. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მსგავს საკითხზე საუბარი ჩემთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ახალგაზრდების აზრი ჩვენ საუბარს დაემთხვა. ეს შემოთავაზებაც უალტერნატივოა და ამასაც გავიზიარებთ. ჩვენ ყველა საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ. ერთი-ორი კრიტიკული შენიშვნაც იყო, მაგრამ ამაზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. ძალიან კარგი დისკუსია და აქტიურობაა მათი მხრიდან და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სტუდენტებს, მათი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს, ყველა კითხვაზე აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები აქვთ გაცემული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)