13:47 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 11:31:17, 399 ნახვა

პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ

ჩვენი დასავლელი პარტნიორები "ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა: 

"ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავს საშუალებას, რომ არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის, მაღაზიაში შესვლის, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპატიებენ ქართველი ხალხისთვის ამ პერსპექტივის წართმევას".

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics