|
2024-04-11 09:50:49, 382 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია
ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ირანი "მნიშვნელოვანი თავდასხმით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოზე თავდასხმა განხორციელდა. "ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც მე ვუთხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტული საფრთხის წინააღმდეგ არის რკინისებრი. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის 2 გენერალი იყო. მომხდარს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის საკონსულოზე თავდასხმას ინანებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)