|
2024-04-10 17:03:00, 358 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს გამოძიება სანქცირებული მოსამართლეების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე
ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული მოსამართლეების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს". "ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, ზემოხსენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში. "ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანმდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული პირების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე",- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)