|
2024-04-09 12:14:46, 376 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - EU-ში ჩაშვებულია რეგულაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - თქვენთან თუ არის მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის?
ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს - თქვენთან თუ არის მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?- ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ტიპური ორმაგი სტანდარტია. "უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ტიპური ორმაგი სტანდარტი, ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტართა ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ, რატომ იღებთო კანონს ღიაობის, გამჭვირვალობის შესახებ. ერთადერთი, ვითხოვთ, ვინც აფინანსებს, დამფინანსებლის სახელი და მიზნობრიობა იყოს გარკვეული, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ აფინანსებს და რა მიზნით. პირიქით, ჩვენ იმიტომ გვინდა ევროკავშირი, დასავლეთთან მეტი სიახლოვე, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე - ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის მათი ხელწერა - ასე მიგვაჩნია, გვწამს და გვჯერა და რაც დაფარულია, ის არის სწორედ რუსული. მეტსაც გეტყვით, ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია ამაზე უფრო მკაცრი რეგულაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რასაც ახლა ვამუშავებთ და ვიღებთ, ევროკომისია გავლილი აქვს და უახლოეს დღეებში ევროპარლამენტარები მიიღებენ და ჩვენ აქეთ გვსაყვედურობენ, არ გააკეთოთო ეს - რატომ? მინდა, ხაზი გავუსვა იმ უსამშობლოების განმარტებებს, რომლებსაც მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თქვეს, რომ როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ კანონში მითითებულია ქვეყნები, ვისაც შეეხება. ტყუილია, ერთადერთი წერია, რომ ეს ევროკავშირის სახელმწიფოებს არ ეხება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ეხება ამერიკულს, დანიურს, შვეიცარიულს, ავსტრალიურს, ვინც ევროკავშირის წევრი არ არის, ყველა სახელმწიფოს ეხება იმიტომ, რომ უცხოურ ძალად არის ჩათვლილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შეიძლება მტრული იყოს, მაგრამ დეფინიცია - უცხოური ძალა, რაც წერია ევროპულ კანონპროექტში, ზუსტად ისეა გადმოღებული ჩვენთან და თქვენთან თუ არის მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები?- ამბობს ზარქუა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)