|
2024-04-07 17:48:43, 481 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე - ერთი ფეხსაცმლით მოსულები მილიონერები შეიქმნენ
ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ ხელისუფლების სარკე - ერთი ფეხსაცმლით მოსულები მილიონერები შეიქმნენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. "შეჭირვებული ოჯახიდან მოვიდა, მოგვიყვა, რომ ნასესხები 1 000 $-ით წავიდა ევროპაში და მიმტანად იმუშავა, რათა თავის რჩენა შეძლებოდა. ასეთი წესიერებით გავხდი პრემიერ-მინისტრიო და... და შეგიძლიათ, მხოლოდ მის დეკლარაციაში ნახოთ ეს ღარიბი, "წესიერი" ახალგაზრდა როგორ უეცრად გამდიდრდა; როგორ იხდის 500 000 ლარს ორ ავტომობილში; როგორ ცხოვრობს ფეშენებელურ სასახლეებში; როგორ დაიმტკიცა ტყეები; როგორ ხარჯავს წლიდან წლამდე 100 000-ობით ლარს და ამასობაში, როგორ გახდა მისი პენსიონერი, შეჭირვებული მამა მულტი მილიონერი. ეს ადამიანი არის სარკე ხელისუფლების. 12 წლის განმავლობაში როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე; როგორ აიძულეს ასობით ათას ადამიანს, დაეტოვებინა სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყო; როგორ გააღარიბეს ხალხი. სამაგიეროდ, თავად ერთი ფეხსაცმლით მოსულები შეიქმნენ მილიონერები. 26 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა, მასხრად აიგდონ ხალხი, დასცინონ და სათამაშოებად ჩათვალონ",- წერს ხაბეიშვილი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)