|
2024-04-06 22:42:14, 449 ნახვა
მსოფლიო
ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამოვიდა
ბუდაპეშტის ცენტრალურ მოედანზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები ატარებენ ეროვნულ დროშებს და სკანდირებენ „ჩვენ არ გვეშინია“ და „ორბან გადადექი“. ამის შესახებ Reuters იუწყება. საპროტესტო აქციებს უძღვება 43 წლის პიტერ მაგიარი, რომელიც დაქორწინებული იყო უნგრეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ჯუდიტ ვარგაზე და რამდენიმე თანამდებობა ეკავა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და ბანკებში. ის ახლა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ენდობიან მას, რადგან „ის იყო ორბანის მთავრობაში და იცის, როგორ მუშაობს“. მადიარმა პოპულარობა მოიპოვა თებერვალში, როდესაც გადადგა თანამდებობიდან და მკვეთრად გააკრიტიკა ვიქტორ ორბანი და დაადანაშაულა იგი მხოლოდ პირადი სიმდიდრის დაგროვებაში სუვერენული და აყვავებული უნგრეთის მშენებლობის ლოზუნგებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)