|
2024-04-06 14:06:54, 380 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ
ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ, საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენს პროექტშია წარმოდგენილი - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის კომენტარს იმის შესახებ, რომ უცხოური ძალა არამეგობრულად ჟღერს. აქვე მან მაგალითად მოიყვანა სხვადასხვა ქვეყნები, სადაც მსგავსი კანონები მოქმედებს და დასვა კითხვა - რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან ასეთი კანონების მიღების აბსოლუტურად ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს? მისივე თმით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია. „როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, კონკრეტული ადამიანებიდან თუ ოფიციალური სტრუქტურებიდან, მათ შორის მაგალითად ჩეხეთის ელჩისგან ვისმენთ განცხადებას, რომ უცხოური გავლენა, უცხოური ძალა ჟღერს არამეგობრულად, მაშინ მე ყველას შევახსენებ, მაგალითად, როგორ ჰქვია გაერთიანებულ სამეფოში კანონს - „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“, ევროკავშირში არათუ გავლენა, არამედ ნახსენებია ინტერესების წარმოდგენა, უფრო მეტი - „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება“, ავსტრალია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში ჩანაწერები“, კანადა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“, საფრანგეთში დაინიცირებული კანონი - „უცხოური გავლენის დასაძლევად“ და არ წერია არსად არც რუსული ან სხვა ქვეყნების გავლენის დასაძლევად, ახალ ზელანდიაში სამად არის გაყოფილი ასეთი დიფერენციაცია - „საარჩევნო აქტი“, „დანაშაულების შესახებ აქტი“ და „კომპანიების შესახებ აქტი“, უკრაინა - „გარკვეული საკანონმდებლო აქტები შესწორების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში“, ეროვნულ უსაფრთხოებაზეა აქაც აქცენტი, ამერიკის შეერთებული შტატები - „უცხოური აგენტის რეგისტრაციის“ აქტი და ა.შ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)