17:53 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 14:00:35, 499 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგიის საგარეო - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.

უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) განცხადებას აქვეყნებს.

„ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში არსებული სამართლებრივი ინიციატივებით, „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ლგბტქი+ პირებს სტიგმატირებს.

ის ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics