|
2024-04-03 16:21:05, 659 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ მარი ზანაქიძესთან ერთად, სამინისტროს პროგრამების შესახებ ინფორმირების მიზნით, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებთან და მენეჯერებთან შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამინისტროს პროგრამების შესახებ მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, მორიგი შეხვედრა გამართა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმებთან და მენეჯერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკა ჩართულია სამინისტროს შემდეგ პროგრამებში - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, სახსრების ენდოპროთეზირება, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პედიატრიულ განყოფილებაში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო. "სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, როგორც სამინისტროს პროგრამების შესახებ მოსაზრებების გაცვლა და პროგრამების დახვეწის მიზნით სამომავლო ხედვებზე მსჯელობა, ასევე ადგილზე გავეცნოთ არსებულ საჭიროებებს. მსგავსი ტიპის შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი აქვს, რათა მოქალაქეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნეს ასახული ჩვენს პროგრამებში“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს, 25 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, გაიზარდა თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. დაიწყო დაფინანსება ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების და მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული მკურნალობა მაღალეფექტური მედიკამენტებით. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე დაიწყო მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება პედიატრიული დეპარტამენტი, დიალიზის ცენტრი, ასევე N1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობები და მოხდება ფტიზიო-პულმოლნოლოგიური დეპარტამენტისთვის შენობის რეაბილიტაცია.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)