|
2024-04-03 16:14:16, 356 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი - გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები, არის ანტონიმები და მათ ვერანაირი კავშირი ვერ ექნება
გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი. გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო ვერ ექნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. რატი იონათამიშვილი მმართველი პარტიის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იონათამიშვილის თქმით, იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. „ოპოზიციას, სინამდვილეში, არც ქალთა უფლებები ადარდებს, არც ადამიანის უფლებები და არც ბავშვთა უფლებები. როგორც ჩანს, არც მოქალაქეთა და საზოგადოების ინტერესები არ არის მათთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამჭვირვალობის პრინციპს, გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები არის ანტონიმები და მათ ვერანაირი საერთო და კავშირი ვერ ექნება. იმ ადამიანებისგან, ვინც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს რუსულ სასამართლოს უწოდებს, ცხადია ჩვენ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ამ ადამიანების სახე. არ მეგონა მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ორ საათში ასეთ მძიმე დღეში იქნებოდა ოპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)