16:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 09:53:06, 605 ნახვა

მსოფლიო
ტაივანში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ტაივანში, ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7,4 მაგნიტუდის სიმძალავრის  მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 07:58 საათზე მოხდა,  ეპიცენტრი კი ტურისტულ ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით, დაახლოებით, 18 კილომეტრში იყო.

ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ინფორმაციით, სულ მცირე, 26 შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.

ცნობისთვის, 1999 წელს, ტაივანში, ტაიპეის სამხრეთით 150 კილომეტრში, 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 2 400 ადამიანი დაიღუპა და 10 000 დაშავდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics