05:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 09:15:06, 480 ნახვა

მსოფლიო
კირბი - ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ეხმარება

ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ეხმარება,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსები ასევე იყენებენ  ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მათ ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს.

"ისინი, რა თქმა უნდა, განაგრძობენ უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას და რეალურად ეხმარებიან რუსებს ირანული დიზაინის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსები, უკვე დიდი ხანია, იყენებდნენ და იყენებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მათ ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს, მაგრამ მე, პირადად, არ ვფლობ ოფიციალურ დასტურს, რომ ირანული რაკეტები იქნა გადატანილი და გამოყენებული",- ამბობს ჯონ კირბი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics