|
2024-04-02 12:17:07, 432 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სოხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, 1-ელ აპრილს ცეცხლი აზერბაიჯანის საბრძოლო პოზიციებს, საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაუხსნეს,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეველის რაიონის სოფელ არაზდეიენისა და გარაკილსეს რაიონის სოფელ საიბალის დასახლებების პოზიციებიდან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის სოფელ ჰეიდერაბადისა და შაჰბუზის რაიონის სოფელ ბიჩენეკის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. სომხეთი ბრალდებებს უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, 1-ელ აპრილს, 22:00 საათზე, სოფელ კუტის (გეღარქუნის რაიონი) და 2 აპრილს 00:40 საათზე სოფელ თეღის (სიუნიკის რაიონი) მიდამოში ცეცხლი სომხურ პოზიციებს გაუხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)