16:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-01 17:19:51, 677 ნახვა

მსოფლიო
კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას

კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები".

„ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რამე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, The Insider-მა, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც, მათ მოიპოვეს სამხილები, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომელიც ცნობილია როგორც "ჰავანის სინდრომი" და რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics