|
2024-04-01 14:05:03, 800 ნახვა
პოლიტიკა
გახარია კალაძეზე - მიხედოს ფეხბურთს, ან უშველოს თავს
მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, კალაძე "ფეხბურთში გრძნობს თავს ბედნიერად" და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების დროს, "ემოციაზე ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი". „კახაზე ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მე აშკარად დავინახე და ბევრმა ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივარმა დაინახა, როგორი ბედნიერი იყო კახა ჩვენი ნაკრების გამარჯვებით. კახა მართლა ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა, ემოციაზე ეტყობოდა, ეტყობოდა, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის ის სივრცე სადაც ეს ადამიანი თავსაც ბედნიერად გრძნობს და ბევრ ქართველ მოქალაქესაც აბედნიერებს და მიხედოს კახამ ფეხბურთს, ან უშველოს თავს, მე მეტს მასზე არაფერს არ ვიტყვი“, - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებები "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების შესახებ "რეალობას ძალიან აცდენილია".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)