|
2024-04-01 10:44:25, 619 ნახვა
მსოფლიო
კაცი - მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანის დამარცხება მკაფიო გზავნილია თურქეთის პრეზიდენტისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის მუნიციპალური არჩევნების შედეგებს X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ეხმაურება. ისრაელ კაცი სტამბოლის მოქმედ მერს, ექრემ იმამოღლუს და ანკარის მერს, მანსურ იავასს მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ერდოღანის დამარცხებით დასრულდა. ეს არის მკაფიო გზავნილი თურქეთის პრეზიდენტისთვის, რომ ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს და მას ახალი გზების ძიება სჭირდება“,- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი. შეგახსენებთ, თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტია" ხმების 37,32%-ით ლიდერობს, რასაც მოსდევს "სამართლიანობისა და განვითარების პარტია", 35,78%-ით. არჩევნებში სულ 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, ქვეყნის მასშტაბით 206 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)