|
2024-03-29 09:51:05, 740 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რასაც 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის გოგონაა, რომელიც მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მგზავრები იყვნენ მომლოცველები, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან სააღდგომო წირვაზე ქალაქ მორიაში მიემგზავრებოდნენ. სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ავტოავარია, ლიმპოპოს პროვინციაში, იოჰანესბურგიდან, დაახლოებით, 300 კილომეტრში, მოკოპანსა და მარკენს შორის მდებარე უღელტეხილზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, სინდისივე ჩიკუნგამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ ავტოკატრასტროფის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)