00:12 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 17:11:03, 1252 ნახვა

რეგიონი
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, რესურსცენტრის დირექტორთან, დურმიშხან შავიშვილთან ერთად, ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრისა და მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიებას მოწვეული ექიმი ფრიდონ სირაბიძე უძღვებოდა, რომელმაც ისაუბრა ექიმის, როგორც პროფესიის შესახებ; მანვე მოხალისეებთან ერთად გამართა ღია ჭრილობის დამუშავებისა და ოპერაციის ინსცენირება. 
 
"პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სკოლებში გაგრძელდება აქტივობები, მოსწავლეებს მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან პირველადი გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელ წესებს.

მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებს მადლობის სიგელები გადასცა. 
 
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჟერმა, ინგა ბალაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ აბულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი",- ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics