08:25 - 01 May, 2026
|
2024-03-27 22:34:51, 1055 ნახვა
მსოფლიო
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას ლატვიის საგარეო უწყება ავრცელებს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოს თანამშრომელმა ქვეყანა 10 აპრილამდე უნდა დატოვოს. „2024 წლის 27 მარტს რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსეთის საელჩო, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას. ეს მკაცრად ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)