08:26 - 01 May, 2026
|
2024-03-26 17:36:25, 825 ნახვა
მსოფლიო
ФСБ-ს დირექტორი - პირი, რომელმაც Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრძანება გასცა, იდენტიფიცირებული არ არის
ФСБ-ს დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ პირი, რომელმაც Crocus City Hall-ზე თავდასხმის ბრძანება გასცა, იდენტიფიცირებული არ არის. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს. ბორტნიკოვის თქმით, თავდასხმაში მონაწილე ადამიანების წრე გაფართოვდება და ამ დროისთვის დაკავებულ 11 პირზე მეტი იქნება. ბორტნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ შეტევას, რომელსაც "რადიკალი ისლამისტები" ამზადებდნენ, უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს. შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)