|
2024-03-25 15:46:29, 771 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს პროცესებში, რომლებიც რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას უკავშირდება
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. „საქართველო მზად არის, რომ თავისი დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენს მიმართ გულთბილი დახვედრისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ საქართველოში. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი შეხვედრის დროს, მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოში ჩამობრძანება. მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომმაღალ დონეზე შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შევინარჩუნოთ ის მაღალი დინამიკა, რომელიც ახასიათებს დღეს ჩვენს პარტნიორობას. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია",- აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკას დღეს, 25 მარტს ეწვია.
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)