21:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 21:09:55, 775 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში უნდა შევიდეს და საჭიროების შემთხვევაში, ამას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც გააკეთებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთმანეთს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ქალაქ რაფაჰში უნდა შევიდეს და საჭიროების შემთხვევაში, ამას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც გააკეთებს.

"მე ვუთხარი მას [ენტონი ბლინკენს], რომ ღრმად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ხუთ თვეზე მეტია, ჩვენ ერთად ვდგავართ "ჰამასის" წინააღმდეგ ომში. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ ომის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობას და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე ზრუნვას და ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics