11:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 15:58:14, 519 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი ქვეყნის მტრები არიან

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციას, რომელმაც ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა, აეროპორტში „მოღალატის“ შეძახილებით დახვდნენ". 

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები და ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კაბინეტებში დარბოდნენ და სხვათა შორის, ეგ ამბავი თვითონ გამოიტანეს, რადგან ზოგიერთმა უხერხულობა იგრძნო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს თავისი ოჯახით, შვილებით და ყველას უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. მაგრამ იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. 

ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით, მათ ჰყავთ კონკრეტული პატრონები და ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საქმესთან და საქართველოს ინტერესებთან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics