|
2024-03-22 15:54:07, 621 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე ენმ-ზე - ფულზე გაყიდული უსამშობლო ადამიანები არიან
"ნაციონალური მოძრაობის" დროს, როდესაც არ იყო ვიზალიბერალიზაცია, 247 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა. "ქართული ოცნების" პერიოდში, 5-ჯერ ნაკლები მოქალაქეა ქვეყნიდან გასული - ეს არის 47 ათასი მოქალაქე, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. ხუნდაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემცირდა სიღარიბე და სოციალური ბიუჯეტი გაიზარდა". მისივე თქმით, "ენმ-ი, საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მიზნით, აღნიშნული თემებით სპეკულირებს და დეზინფორმაციას ავრცელებს". "ესენი არიან ფულზე გაყიდული, ფულზე დამოკიდებული უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არც შობადობა, არც დემოგრაფია, არც ქვეყნის პერსპექტივა არ აინტერესებთ. სწყურიათ მხოლოდ სისხლი და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი და სწორედ იმიტომ ერგებიან გარე ძალებს, რომ იმ გარე ძალებსაც არ აწყობს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების იცავს. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ ასეთი ცრუპენტელების ტყუილი არ დაიჯეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ძალიან სახიფათო ველზე გავა ამათ ხელში", - თქვა ხუნდაძემ.
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)