11:51 - 08 May, 2026
|
2024-03-21 19:27:37, 529 ნახვა
პოლიტიკა
შოლცი - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად ვმუშაობთ
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად ვმუშაობთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირის იმედი უნდა ჰქონდეთ. “ჩვენ პროგრესს ვაღწევთ გაფართოების პროცესთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ იმას, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის ამდენი ძალისხმევის შემდეგ ჩვენ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც ეს უკვე გავხადეთ შესაძლებელი მრავალი სხვა ქვეყნისთვის", - განაცხადა შოლცმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)