2024-03-20 18:43:25, 523 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - საუბრისას შარლ მიშელს უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დამტკიცებისთვის მადლობა გადავუხადე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ევროსაბჭოს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბრისას მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მხარდაჭერის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ევროსაბჭოს შეხვედრის წინა დღეს მე ვესაუბრე ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის EU-თან გაწევრიანების მოლაპარაკებების რეალური დაწყებისკენ, ისევე როგორც EU-ის შემდგომი ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მადლობა გადავუხადე ევროსაბჭოს პრეზიდენტს EU-ის საბჭოს მიერ გუშინ, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, უკრაინის დახმარების სპეციალური ფონდისთვის 5 მილიარდი ევროს დამტკიცებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,