|
2024-03-20 13:12:22, 401 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა - ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიში წარადგინა. შს მინისტრმა მოხსენების დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და აღნიშნა, რომ სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა. „გასული წლის ანგარიშის მოხსენება მინდა დავიწყო იმ წარმატებით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად მოიპოვა და მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას, ამ ტრიბუნიდან არაერთხელ მიუღია ინფორმაცია. 2023 წელს, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესებისა წარმატებით გავართვით თავი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)