|
2024-03-20 12:36:52, 468 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, იმ კანონის მიზანი გახლდათ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები - „ენჯეო“ სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა
შარშან ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, ყოველ შემთხვევაში, ამის მძლავრი მცდელობა იყო - იმ ამერიკული კანონის მიზანი გახლდათ ის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, სინამდვილეში კი, არავინ იცის სად და რამდენი მილიონი იხარჯება". "ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული. მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ, როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის - "ვილა მოსავალში" იციან მათ ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, რომ, როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ და ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება უკვე - ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ. თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ ისეა? - არ ვიცით. შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი "ენჯეო" სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა [დაფინანსება]. სინამდვილეში არ ვიცით, რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება, არც დოლარი, არც რუბლი და სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)