00:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 17:07:56, 490 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ანაკლიის პორტზე - სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა  სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით. 

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა გზით შეეცდება, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, პროექტი რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს შეტანილი, კონსტიტუციურ დათქმა გვაქვს მასთან დაკავშირებით გაკეთებული და ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა გზით ანაკლიის პროექტი განხორციელდეს ლეგიტიმური, კანონიერი გზით, შესაბამისი თანაინვესტირებით და სახელმწიფოს დომინირებული ჩართულობით“,- აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics