|
2024-03-19 14:25:03, 509 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ტყუის „ოცნება“, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგი მოსამართლეთა უცხოელების მიერ დანიშვნას გულისხმობს - კლანი უნდა წავიდეს
პოლიტიკური პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც გვარამია აღნიშნავს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს "ვეტინგის" პროცესი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითვალისწინებს, ტყუილია. "ტყუის "ქართული ოცნება", როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან. ახლების დანიშვნა უკვე შიდა პროცედურებით მოხდება, რასაც დღეს აზრი აქვს დაკარგული, რადგან ნახსენები კლანი ნიშნავს მათთვის სასურველ და მორჩილ ახალ მოსამართლეებს", - წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)