|
2024-03-18 22:22:44, 567 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე აშშ-თან პარტნიორობაზე - თუკი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები
ჩვენ თამამად, თანასწორად ველაპარაკებით ჩვენ მეგობრებს და ვეუბნებით, რომ ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს, ეს არის ორმხრივი და რაც არ უნდა დიდი იყო, რაც არ უნდა დომინანტი იყო, რაც არ უნდა ძლიერი იყო ეკონომიკურად, მეგობრობის ფარგლებში, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მათ და თუნდაც მოვითხოვოთ, რომ სწორი რელევანტური, მეგობრული და ნამდვილად პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩვენთან და ჩვენს მოქალაქეებთან. ვხედავთ, რომ სხვას უფრო უიოლდება ეს და ჩვენ რადგან ამ მეგობრობის რეჟიმში ვართ და მაინც მეგობრებად ვრჩებით ამიტომ არ უნდა დავიჩაგროთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ მეგობრობას და თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები. „ჩინეთმა ეს ძალიან მოკლე დროში მოახერხა და გააკეთა, რაც ძალიან კარგია. ბევრმა მოიშველია არგუმენტი თითქოს ჩინეთს ბევრ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი და ამერიკას არა. თუ მე არ ვცდები 40-ზე ნაკლებ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი ჩინეთს, 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გახსნილი აშშ-ს. ამიტომ, არის რაღაცა ზღვარი, როცა ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, პატარა ქვეყანა თუნდაც, ჩვენხელა და ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. ჩვენ ათეულობით მოქალაქე ნატოს მისიებში დავკარგეთ, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ასეულობით დაჭრილი ახალგაზრდა გვყავს და არამხოლოდ ამ კონტრიბუციით, ბევრი რამით ვაჩვენებთ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მიმართ და ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)