02:22 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 22:02:47, 565 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?

ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ თავს ვესხმით დასავლეთს. თავდასხმა რას ნიშნავს? თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ PALITRANEWS-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "ადამიანი, რომელიც სადისტური სისტემის შემქმნელი იყო, რომელსაც ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ამაზე მმართველი პარტია საყვედურს აცხადებს, არ შეიძლება ეს ანტიდასავლურად ჩაითვალოს".

„საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი სადისტად და ამ სადისტური სისტემის შემქმნელებად ვისაც უყურებს, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ადამიანს თუ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევენ და ჩვენ ამაზე ვუსაყვედურებთ, ეს არის ანტიდასავლურობა? ხომ არ შეიძლება ეს ანტიდასავლურობა იყოს. ამაში ხომ დიდი სპეკულაცია და დიდი ანტიდასავლურობაა თავის მხრივ, ჩადებული. ეს ხომ ასეა ობიექტურად. ადეიშვილზე ვლაპარაკობთ, ვიკამათოთ ადეიშვილი არის თუ არა ამ სისტემის შემქმნელი? ხომ არ არის საკამათო მომენტი, თვითონაც ვერ კამათობენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics