12:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 22:16:53, 761 ნახვა

მსოფლიო
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ აღნიშნულს სენატი მხარს დაუჭერს.

TikTok-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა მათი ყურადღება სენატისკენ არის მიმართული.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი განიხილავს ფაქტებს, მოუსმენს თავის ამომრჩეველს და გააცნობიერებს გავლენას ეკონომიკაზე, შვიდ მილიონ მცირე ბიზნესსა და 170 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით”, - ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics