|
2024-03-13 18:04:51, 589 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, არის გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახება
არამხოლოდ სასიხარულო, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, არის საეტაპო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ, დადებითად აისახება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ბევრი მოქალაქე იგრძნობს შეღავათს და კარგია, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია, საზოგადოებას ამ კუთხით დახმარება გაუწიოს. "ბევრი მოქალაქე ამ ქვეყნისა, თავის ჯიბეზე იგრძნობს ამ შეღავათს. ეს შეიძლება არ იყოს რაღაც დრამატული ცვლილება, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ მოაკლდებათ ადამიანებს სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ ჯიბეზე, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება. ეს ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა და მივესალმები ეროვნული ბანკის ამ ისტორიულად ძალიან კარგ გადაწყვეტილებას საფინანსო სექტორში. ძალიან კარგია, რომ საქართველოს და მის ეროვნულ ბანკს დღეს ამის საშუალება გააჩნია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს და ამით საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთი დახმარება გაუწიოს ფინანსური სფეროს მიმართულებით", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სებ-მა ქვეყანაში არსებული დაბალინფლაციური გარემო და ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის შენარჩუნება დაასახელა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)