|
2024-03-12 20:48:39, 596 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი პარტია „ახალზე“ - რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?
რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? გარდა უკეთურობისა ვერაფრით ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რამდენად შეიძლება ამ ადამიანებს ახლები ვუწოდოთ?, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „მოამბეში“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მიერ პარტია „ახალის“ შექმნის თაობაზე განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, "ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს, რადგან წარსული ახსენებს ყველაფერს იმას, რაც უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს და მათ პატრონებს საქართველოში". „ დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთო, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო. როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში ახალი იდეების გენერირებას ახდენდნენ და თავს აწონებდნენ საზოგადოებას?! ესე არ კეთდება პოლიტიკა და ესე ვეღარ გაგრძელდება საქართველოში პოლიტიკის კეთება. ადამიანები, რომელთა წარსული ძალიან კარგად ახსოვთ, ნამდვილად ვერ შექმნიან ამ ქვეყნის მომავალს. საერთოდ მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, 12 წლის შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში წავიდა, წააგო არჩევნები, იმის მერე ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს და ეს არის ერთი უსაშველო მარათონი ამ ადამიანების წარსულიდან განრიდების. გაურბიან თავის წარსულს, არ უნდათ ამ წარსულის გახსენება, არადა წარსული ახსენებს ყველაფერს იმას რა უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს, მათ პატრონებს საქართველოში. არა მხოლოდ სხვათა შორის 12 წლამდე, არამედ 12 წლის მერეც რა უკეთებიათ ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, არაფერი ახალი ამაში არ არის და ეს არის უბრალოდ გადამღერება იმ ძველისა, რაც მე მგონი არც არავის დავიწყებია და რაც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს ადამიანების შეგნებაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)