|
2024-03-12 19:23:16, 770 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - EU-ის სახელმწიფომ მსჯავრდებული ჭაკუა გადმოგვცა, იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს - ერთი ადამიანი გადმოგვცეს, მეორე არა - ეს არის შერჩევითი ექსტრადირება
მსჯავრდებული ჭაკუა, რომელიც ერთ-ერთ საქმეზე იყო ძებნილი, ევროკავშირის სახელმწიფომ (გერმანია) გადმოგვცა. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს. ფაქტია, რომ იგივე საქმეზე ძებნაში მყოფი ადამიანი ერთხელ მოგვცეს, მეორედ არ გვაძლევენ - ხომ არის ეს შერჩევითი ექსტრადიცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. ბექა დავითულიანის თქმით,"ამას ალბათ აქვს თავისი წინაპირობები და ამას შერჩევითი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით აკეთებენ". „ეს საკითხი ორად უნდა გაიყოს. ერთი საკითხია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ექსტრადირების ნაწილში და მეორე საკითხია უკრაინასთან ურთიერთობა - ეს თავისი შინაარსით არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული. ევროკავშირის ნაწილში კონკრეტულად ადეიშვილთან მიმართებით საინტერესოა ის, რომ მსჯავრდებული ჭაკუა, რომელიც ერთერთ საქმეზე იყო ძებნილი და იყო ევროკავშირში, ევროკავშირის სახელმწიფომ გადმოგვცა. იგივე ბრალდება (ერთ-ერთი) აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილს და ის არ გადმოიცა. რატომ ხდება ეს, ხომ არის ეს შერჩევითი ექსტრადიცია და არა შერჩევითი სამართალი. ფაქტია, რომ იგივე საქმეზე ძებნაში მყოფი ადამიანი ერთხელ მოგვცეს, მეორედ არ გვაძლევენ. ამას ალბათ აქვს თავისი წინაპირობები და რა თქმა უნდა, ამას შერჩევითი და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით აკეთებენ“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, "ჩვენ ვიცით, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დავით ახალაიამ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი გარკვეულ ქვეყნებში, ასეთი ხდებოდა კეზერაშვილთან მიმართებით, ადეიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან და ა.შ.". „როდესაც პოლიტიკურ ფიგურაზეა საუბარი ისინი ყოველთვის თავს იკავებენ და გარკვეული პოლიტიკური ნიშნით გადაწონიან ხოლმე სამართლებრივ საკითხებს. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი, ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და სამართლებრივად ეს არ შიძლება ასე ხდებოდეს, მაგრამ ფაქტია, ასეა. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც მაგალითად საქართველოს პროკურატურა დაინახავს სადმე აქტივობას, რომ ალბათ საზღვარი გადაკვეთა ძებნილმა პირმა, ის მიმართავს შესაბამის სახელმწიფოებს. ადეიშვილთან მიმართებითაც ალბათ რამდენიმე ათეული მიმართვაა ექსტრადიციაზე სხვადასხვა ქვეყანაში. ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და კანონის წინაშე წარდგომა. ასე იყო სააკაშვილიც, ასე იყვნენ სხვა ძებნილი პირებიც, მაგრამ ბოლოს ისინი მაინც წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)