02:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 12:22:37, 779 ნახვა

პოლიტიკა
სახდეპის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს დახმარების სახით 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს დახმარების სახით, 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. 

დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, კონგრესს უკვე წარედგინა.

„მოთხოვნა საქართველოსთვის მხარს დაუჭერს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება დაეხმარება ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიის გამოყენებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის; დაეხმარება გაციფრულებას და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და მედეგობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას, დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთავრობის კეთილსინდისიერებას",- აღნიშნულია დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics