03:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 21:02:56, 645 ნახვა

მსოფლიო
სანდუ - თუ მშვიდობა გვსურს, უკრაინას ყველანაირად უნდა დავეხმაროთ

თუ მშვიდობა გვსურს, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ უკრაინას, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სანდუ აღნიშნავს, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში.

"დღეს ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ უკრაინელების მიერ გაწეული წინააღმდეგობის წყალობით, მაგრამ ევროპამ - არა მხოლოდ ევროპამ, არამედ ყველა ქვეყანამ, რომლებიც აფასებენ თავიანთი საზღვრების პატივისცემას - უნდა გაიაზრონ, რომ საჭიროა ვლადიმირ პუტინის შეჩერება. თუ მშვიდობა გვსურს, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ უკრაინას", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics